ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიდის


ოთხშაბათს, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარს ეწვევა. ტრამპს სურს მის მიმართ ყურადღება დაიბრუნოს და იყენებს რესპუბლიკელების მხრიდან ბაიდენის კრიტიკის ტალღას, რომელიც საზღვარზე დაკავებული მიგრანტების რიცხვის ზრდას უკავშირდება.

სამხრეთ ტეხასში, ქალაქ ველსაკოს სიახლოვეს, სასაზღვრო კედლის დაუმთავრებელ ნაწილთან, ტეხასის გუბერნატორ გრეგ ებოტთან ერთად გამგზავრება, ამ კვირაში ყოფილი პრეზიდენტისთვის მეორე საჯარო გამოჩენაა.

ოჰაიოში გამართულ მასობრივ შეხვედრაზე, რომელიც თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპისთვის პირველი ასეთი ღონისძიება იყო, ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკა და მას ბრალად დასდო “ამერიკის საზღვრის დაცვის მოშლა და უკანონო მიგრანტების ისეთი მოზღვავების წაქეზება, როგორიც ამ ქვეყანას არასდროს უნახავს”.

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ სიღატაკე, დამნაშავეობა, კორუფცია და კლიმატის ცვლილების შედეგები არის ის, რაც მიგრანტებს ცენტრალური ამერიკიდან ჩრდილოეთისკენ უბიძგებს და საკუთარ სასაზღვრო პოლიტიკას ამართლებენ.

წელს სასაზღვრო პატრულმა რიო გრანდეს დაბლობზე 270 ათასზე მეტი მიგრანტი დააკავა.

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელსაც ბაიდენმა მიგრაციის საკითხის გადაწყვეტა დაავალა, ქალაქ ელ-პასოსთან ამერიკა-მექსიკის საზღვარიპარასკევს მოინახულა.

გუბერნატორმა ებოტმა თავის განცხადებაში თქვა, რომ ჰარისი საზღვრის გასწვრივ “ნამდვილ პრობლემურ ადგილებს” იგნორირებას უწევდა და განაცხადა, რომ ქამალა ჰარისი “თავის მისიას ვერ შეასრულებს, თუ უარს იტყვის ესაუბროს დელ რიოს სექტორის მცხოვრებლებს, რომელთა სახლები და რანჩოები ბანდებმა და კონტრაბანდისტებმა გადათელეს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG