ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი საფრანგეთში მიემგზავრება


დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში გაემგზავრება და ფრანგ კოლეგასთან კონტრტერორიზმის საკითხებზე იმსჯელებს. ამას გარდა, ამერიკის ჯარების პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის დაწყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრება. ორი ქვეყნის ლიდერი ხუთშაბათს შეხვდება ერთმანეთ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეები ორხრივად საინტერესო თემებზე და ისეთ საკითხებზეც ისაუბრებენ, სადაც მხარეებს უთანხმოებები აქვთ. ამას გარდა, პრეზიდენტ მაკრონის მტკიცებით, ისინი ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევაზე ვაშინგტონი და პარიზი მუშაობენ-ესენია სიტუაცია სირიასა და ლიბიაში, და სხვა ერთობლივი ინტერესის სფეროები.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ორ პრეზიდენტს შორის არსებულ ურთიერთობას ძალიან პოზიტიური უწოდა.

პარასკევს, პრეზიდენტი ტრამპი და მისი მეუღლე ბასტილიის დაცემის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG