ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა იმპიჩმენტის მოსმენებში მონაწილე ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა


აშშ-ის მაღალი თანამდებობის ორი პირი, რომლებმაც წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ჩვენება მისცეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გორდონ სონდლანდი
გორდონ სონდლანდი

გორდონ სონდლანდი ამერიკის ელჩი იყო ევროკავშირში, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრ უინდმენი კი სახელმწიფო უშიშროების საბჭოში უკრაინის თემაზე მუშაობდა.

პრეზიდენტმა მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სენატმა იმპიჩმენტის სასამართლოზე ტრამპი უდანაშაულოდ სცნო.

აშშ-ის ელჩმა ევროპის კავშირში, გორდონ სონდლანდმა განაცხადა, რომ თანამდებობას პრეზიდენტის ინიციატივით ტოვებს.

ალექსანდრ უინდმანი
ალექსანდრ უინდმანი

ერთი საათით ადრე კი თანამდებობიდან დაითხოვეს და თეთრი სახლიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ალექსანდრ უინდმენი. უინდმენმა ჩვენება მისცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არასამართლიანი მოთხოვნები წაუყენა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

სონდლანდმა განაცხადა, რომ აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის დროს მისთვის წაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, გამოძიება დაეწყოთ უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახის მიმართ. ​სონდლანდმა, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დამფინანსებელი და ევროკავშირში აშშ-ის ელჩი 2018 წლიდან იყო, განაცხადა, რომ მადლიერია პრეზიდენტისა, რომ მისცა მას საშუალება ემუშავა სახელმწიფო მდივნის გუნდში და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის. უინდმანის ადვოკატის განცხადებით, ამერიკელებს კითხვები არ აქვთ იმაზე, თუ რატომ დაითხოვეს ეს ადამიანი. ოთხშაბათს ამერიკის სენატმა უარყო ბრალდებები, რომლებიც პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატამ წაუყენა. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ედებოდა.

ტრამპი ამერიკის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მოუწყო. სენატმა ის უდანაშულოდ სცნო. ამერიკის ისტორიაში ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც იმპიჩმენტის პროცესის გავლის შემდეგ მეორე საპრეზიდენტო ვადაზე კენჭს იყრის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG