ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა დანიაში ვიზიტი გადადო მას შემდეგ, რაც პრემიერმა გრელანდიის გაყიდვაზე უარი თქვა


დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიის პრემიერ მინისტრ მეტე ფრედერიკსენს აღარ შეხვდება იმის გამო, რომ ის გრენლანდიის შეერთებული შტატებისთვის მიყიდვას არ განიხილავს. გრენლანდია არქტიკაში მდებარე ქვეყანაა, რომელიც დანიის სამეფოს ნაწილია.

"დანია ძალიან განსაკუთრებული ქვეყანაა, შესანიშნავი ხალხით," თუმცა პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის კომენტარის შემდეგ, რომ ის არ დაინტერესებდა გრენლანდიის გაყიდვის საკითხით, "მე გადავდებ ჩვენს შეხვედრას სხვა დროისთვის, რომელიც ორ კვირაში იყო დაგეგმილი", - განაცხადა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე".

ტრამპმა გრენლანდიის დანიისგან შესყიდვის იდეა ცოტახნის წინ გააჟღერა. დანიის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტს მალევე უპასუხეს, რომ კუნძული არ იყიდება.

“გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდია დანიური არაა. გრენლანდია, გრენლანდიას ეკუთვნის. იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზულად არ იყო ნათქვამი”, - ასე უპასუხა ტრამპის განცხადებას ფრედერიკსენმა.

დანიის პრემიერმა განაცხადა, რომ მაშინ როცა მისი ქვეყანა შეერთებულ შტატებს მიიჩნევს, როგორც ახლო სტრატეგიულ მოკავშირეს, “საბედნიეროდ, დრო როცა ყიდულობ და ყიდი სხვა ქვეყნებს და მოსახლეობას, დასრულდა”, - განაცხადა მან.

ტრამპი დანიაში სახელმწიფო ვიზიტით ჩასვლას სექტემბერში გეგმავდა. თუმცა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯად დერენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ვიზიტი გაუქმდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG