ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ფლინი არაკანონიერად გაჟონილი ინფორმაციის მსხვერპლი გახდა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მაიკლ ფლინი, არაკანონიერად გაჟონილი ინფორმაციის მსხვერპლი გახდა. მან თავისი ყოფილი მრჩეველი, რომელსაც მან თანამდებობის დატოვება თხოვა, დაიცვა. თეთრი სახლის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა რადგან ფლინისადმი პრეზიდენტის „ნდობა შეირყა“. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის ელჩთან ფლინის მიერ საუბარის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის მიზანი დემოკრატების დამარცხების გადაფარვის სურვილით იყო განპირობებული. კონგრესში, კანონმდებლები ითხოვენ იმის გადახედვას თუ როგორ იყენებენ კანონდამცველი სამსახურები საიდუმლო ინფორმაციას და ხომ არ ხდება მისი სელექციური გამოქვეყნება.

XS
SM
MD
LG