ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის და კომის ირგვლივ გაუგებრობა გრძელდება


დონალდ ტრამპი, მაიკ ფლინი და ჯეიმს კომი

სამშაბათს, თეთრი სახლის მიმართ კრიტიკის კიდევ ერთი ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი ფედერალური საგამომძიებლო ბიუროს, დირექტორისგან ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის მაიკ ფლინის, რუსეთთან კავშირების თაობაზე, გამოძიების შეწყვეტას მოითხოვდა. ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციის მიხედვით ტრამპმა ჯეიმს კომის ამ მოთხოვნით თებერვალში მიმართა.

გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრის შეშფოთება გამოიწვია და კიდევ ერთხელ განაახლა საუბარი იმაზე, რომ დონალდ ტრამპი ცდილობდა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის, რომელსაც ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი ედგა სათავეში და რომელიც ამერიკის არჩევნებზე მოსკოვის მიერ გავლენის მოპოვების მცდელობას და მასთან ტრამპის საარჩევნო გუნდის თანამშრომლობის საკითხს შეეხება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG