ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა შეცვალა


რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, არჩევნებამდე სამი თვით ადრე, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა შეცვალა.

მან სტივენ ბანონი, კონსერვატიული ვებ გვერდი “ბრეიტბარტის” მთავარი აღმასრულებელი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ აღმასრულებელ ოფიცრად დანიშნა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სპეციალისტი კელიან კონვეი კი კამპანიის მენეჯერის თანამდებობაზე გადაიყვანა.

ტრამპის კამპანიის ინფორმაციით, ბანონი კამპანიის ინიციატივებს უხელმძღვანელებს, კონვეი კი “მესიჯებზე” იმუშავებს. ტრამპის განცხადებით, ამ ცვლილებას არაფერი აქვს საერთო პოლ მანაფორტის როლთან, რომელიც მის საპრეზიდენტო კამპანიას ივნისის შემდეგ ხელმძღვანელობს.

მანაფორტის კრიტიკას უკრაინის ყოფილ, პრო-რუსულ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მისი კავშირები იწვევს. ტრამპის კამპანიაში მომხდარ ცვლილებას ერთი დღით უსწრებდა გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” სტატია, რომელიც ამბობს, რომ მანაფორტს უკრაინამ ოფიციალური საბუღალტრო წყაროების გვერდის ავლით $12.7 მილიონი გადაუხადა. მანაფორტი ბრალდებას უარყოფს და მას “უსაფუძვლოს” და “სულელურს” უწოდებს.

XS
SM
MD
LG