ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი რუსეთს ბაიდენის შვილზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს


ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. ინტერვიუში არხთან „ამერიკის ნამდვილი ხმა“, ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გაასაჯარავოს პრეზიდენტ ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ბიზნეს კავშირები.

„როგორც იცით, პუტინი ჩვენი ქვეყნის ფანი არაა“, - თქვა ტრამპმა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ გადაურიცხა მოსკვის ყოფილი მერის, აწ გარდაცვლილი იური ლუშკოვის ცოლმა ელენა ბატურინამ ტრამპის თქმით, ჰანთერ ბაიდენთან დაკავშირებულ კომპანიას 3.5 მილიონი დოლარი. „პუტინმა ამაზე პასუხი ალბათ იცის“, - თქვა ტრამპმა. „ვფიქრობ მან ეს უნდა გამოაქვეყნოს“, - დაამატა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპმა აღნიშნულზე საუბრისას თქვა, რომ ფული ბაიდენის ოჯახს გადაუხადეს. თუმცა, ჰანთერ ბაიდენის ადვოკატი ამბობს, რომ ეს ასე არაა. ფული მიიღო „როსემონტ სენეკა თორტონმა“, რომლის თავდაპირველი დამფუძნებელიც ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენია. ჰანთერ ბაიდენის ადვოკატის თქმით, მას არ აქვს კავშირები, არანაირი ინტერესი თუ შემოსავალი აღნიშნულ კომპანიაში.

„ჰანთერ ბაიდენს არ აქვს ინტერესები და არ იყო „თანადამფუძნებელი“ როსემონტ სენეკა თორტონის, ამიტომ განაცხადი, რომ მას გადაუხადეს 3.5 მილიონი სიცრუეა“, - თქვა ჯორჯ მესირემ 2020 წლის სექტემბერში „პოლიტფაქტთან საუბრისას“.

პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა უკრაინული მხარისგან, რომ კიევს ბაიდენის შვილის "ბურისმასთან" კავშირები შეესწავლა, წარმომადგენლეთა პალატაში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებდნენ, ტრამპის პირველი იმპიჩმენტის საფუძველი გაახდა. სატელეფონო საუბარში 2019 წელს, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "ხელის გამართვას" და პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვს, და სავარაუდოდ, ის აქვე მიუთითებდა, რომ ეს შესაძლოა დაკავაშირებული ყოფილიყო ამერიკის სამხედრო დახმარების გადაცემასთან.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ, რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ საქმეები უკავშირდება უკრაინაში მოქმედი ენერგო კომპანია „ბურისმას“ საბჭოში ყოფნას, როცა პრეზიდენტ ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ასევე მის მიერ ჩინეთიდან მიღებულ შემოსავლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG