ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოუნი: უცხო ქვეყნის ჩარევის გამოსაკვლევად ჰილარი კლინტონის საქმე შეისწავლეთ


როჯერ სტოუნი
როჯერ სტოუნი

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე და პოლიტიკური მრჩეველი როჯერ სტოუნი დღეს წარმოამდგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარდგა. კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაში მან თქვა, რომ ტრამპის გუნდსა და რუსეთს შორის გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში კავშირი არ ყოფილა.

სხდომის დახურვამდე სტოუნმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნების ჩარევა აშკარად იყო, თუმცა თუ ვინმეს ამის გამოკვლევა აინტერესებს, ამისთვის უკრაინისა და დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონის საკითხი უნდა შეისწავლოს.

"მე ამას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ პროცესს, რადგან ამ კომიტეტის წევრებმა გააკეთეს არაერთი უპასუხისმგებლო და უეჭველად მცდარი განცხადებები იმისთვის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება რუსეთთან კავშირის შესახებ მტკიცებულებების გარეშე", - განაცხადა სტოუნმა და დასძინა, რომ ამ ყველაფერს შესაძლო ჰქონოდა აგავლენა საზოგადოებრივ აზრსა და სასამართლოზეც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG