ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე მკვეთრი გზავნილი რუსეთისადმი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ანკარის შემდეგ, ბრიუსელში ჩავიდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პარტნიორებთან გამართულ მოლაპარაკებაზე, ტილერსონის თქმით, სამი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. პირველია ნატოს მისიის შესრულებისთვის საჭირო რესურსები; მეორე - ალიანსის ბრძოლა ტერორიზმთან, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ჩათვლით. მესამე კი - ნატოს ძალების განლაგება ევროპაში. საუბარია ალიანსის პოზიცირებაზე რუსეთის აგრესიის პასუხად უკრაინაში, თუ სხვა ტერიტორიებზე.

სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ხაზს უსვამს ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდის აუცილებლობას. ამერიკის უმაღლესი დიპლომატი აცხადებს, რომ ალიანსში მყოფ პარტნიორებს, ფინანსურთან ერთად, ყველანაირი რესურსი უნდა გააჩნდეთ იმისთვის, რომ ნატომ საკუთარი მისია პირნათლად შეასრულოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG