ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პარიზში "ბასტილიის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება


დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი
დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14 ივლისს პარიზში "ბასტილიის დღესთან" დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ტრამპმა მოწვევა გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მიიღო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ტრამპი საფრანგეთში გაემგზავრება.

"პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამერიკა-საფრანგეთის ძლიერი კავშირები და მეგობრობა კიდევ უფრო გამყარდება", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამავე საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა არსებული სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და მოახლოებული „დიდი ოცეულის“ ჰამბურგის სამიტის დღის წესრიგი.

ტრამპი და მაკრონი ერთმანეთს პირველად მაისში, ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, შეხვდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG