ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას მოუტანს აშშ-ის ტურიზმის ინდუსტრიას მოგზაურობის შეზღუდვები?


ამერიკის ტურიზმის ინდუსტრია საპრეზიდენტო განკარგულებების შედეგებს შიშით ელოდება. სამოგზაურო სფეროში მილიონობით ამერიკელია დასაქმებული. ინდუსტრიის წარმომადგენლები ღელავენ, რომ საპრეზიდენტო აკრძალვებმა შესაძლოა ამ სფეროში დასაქმებულებს საფრთხე შეუქმნას, რადგან ზოგიერთი ტურისტის შეხედულება ამერიკაზე იცვლება, მაღალი კონკურენციის პირობებში კი ეს მათ არჩევანს - იმოგზაურონ ამერიკაში - მარტივად ჩაანაცვლებს დანიშნულების სხვა ადგილით.

ამერიკაში მუსლიმური ქვეყნებიდან შემოსვლის აკრძალვამ დემონსტრაციების ტალღა ააგორა, გრძელდება კრიტიკული გაშუქება მედიის მხრიდან და სასამართლოშიც არაერთი საჩივარია წარდგენილი.

ბრიტანეთის მოქალაქე და მათემატიკის მასწავლებელი კოელ მია თავის მოსწავლეებთან ერთად ამერიკაში მიამგზავრებოდა, როდესაც მას უკან დაბრუნება აიძულეს. მის მხარდასაჭერ პეტიციას ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი.

„თითქოს მიზანში ამომიღეს, მაგრამ რატომ, ალბათ ჩემი სახელის გამო? ან გარეგნობისა თუ კანის ფერის გამო“ - ამბობს ბრიტანელი მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც ახალი აკრძალვების გამო გაუგებობაში მოხვდა და ფიქრობს, რომ მისი გამოცდილება შესაძლოა ბევრი ბრიტანელისთვის საგულისხმო აღმოჩნდეს და მათ შტატებისკენ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

„სხვა მასწავლებლებმაც მომმართეს და მითხრეს, რომ სანამ მდგომარეობა საბოლოოდ არ გაირკვევა და მოწესრიგდება, ამერიკაში მოსწავლეების წაყვანას მოერიდებიან“, - ამბობს ჯოელ მია.

„მოგზაურობის მსურველებს ნამდვილად აქვთ არჩევანი, და თუ მათ ექნებათ კარგვეული ეჭვები ან უკმაყოფილონი იქნებიან ამა თუ იმ დანიშნულების ადგილზე, მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ მისი ჩანაცვლება სხვა სასურველი ადგილით“, - ამბობს ექსპერტი.

სამოგზაურო ინდუსტრიის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარი განწყობა შეიძლება ყველა ქვეყნის მოქალაქეებს გაუჩნდეთ და არა მხოლოდ „აკრძალული ქვეყნებიდან“ მომავალ მოგზაურებს. ამ წუხილს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან შედარებით გამყარდა და ეს უცხოელი სტუმრებისთვის ამერიკას ძვირადღირებულ სამოგზაურო ადგილად აქცევს. თანაც ეს მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით ამერიკის კონკურენტი სახელმწიფოები ტურისტების მისაზიდად ძალისხმევას არ იშურებენ.

„ტურიზმი უკიდურესად კონკურენტული სფეროა“, - ამბობს პატრიცია როჰას-უნგარი - ამერიკის სამოგზაურო ასოციაციის წარმომადგენელი:

„მოგზაურობის მსურველებს ნამდვილად აქვთ არჩევანი, და თუ მათ ექნებათ გარკვეული ეჭვები ან უკმაყოფილონი იქნებიან ამა თუ იმ დანიშნულების ადგილზე, მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ მისი ჩანაცვლება სხვა სასურველი ადგილით“, - ამბობს ექსპერტი.

თუკი ეს მართლაც ასე მოხდება და მოგზაურთა ნაკადი მიმართულებას შეიცვლის, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველას დააზარალებს.

"მოგზაურობა და ტურიზმი ამერიკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მამომძრავებელი ძალაა. ეს არის 2.1 ტრილიონიანი ინდუსტრია და ჩვენ ვქმნით 15 მილიონ ამერიკულ სამუშაო ადგილს“ - ამბობს პატრისია როჰას-უნგარი, ამერიკის სამოგზაურო ასოციაციის წარმომაგენელი.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ახლო მომავალში უფრო მკაფიო გახდება და იმუშავებენ იმაზე, რომ ამერიკის სტუმრებს თბილად და სასიამოვნოდ დახვდნენ.

ჯოელ მიამ კი ამ ხნის მანძილზე ბევრი გამამხნევებელი წერილი მიიღო ამერიკის მოქალაქეებისგან. ბრიტანელი მასწავლებელი ამბობს, რომ მას კვლავ აქვს სურვილი ამერიკას ესტუმროს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG