ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ისტორიული ცვლილებების კვირეულში


ვაშინგტონში ხელისუფლების გადაცემის კვირა დადგა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა [თეთრ სახლს] არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთმობს. ტრამპის ბევრი აღტაცებული მხარდამჭერი ვაშინგტონში ჩადის, რათა 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია იზეიმოს. პარასკევს ტრამპის მოწინააღმდეგენიც ქუჩაში გასვლას აპირებენ .

თეთრ სახლში რვაწლიანი მუშაობის შემდეგ ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პოლიტიკური სცენიდან მიდის.
ობამამ გამოსამშვიდობებელი სიტყვა იმედიანად დაასრულა:

პრეზიდენტი ბარაკ ობამა:
"იმ ადამიანების სახელით, ვისაც გაგვიმართლა, აქ ვიმუშავეთ და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ, ნება მომეცით, გითხრათ, რომ [ეს სამუშაო] ენერგიით გავსებს და შთაგაგონებს. და [აგრეთვე], ამერიკასა და ამერიკელებში რწმენას გიმყარებს."

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციისათვის ემზადებიან. აღლუმის მონაწილენი და ტექნიკური პერსონალი რეპეტიციას გადიან.

გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპი დაგვპირდა, რომ მისი ინაუგურაცია დასამახსოვრებელი სანახაობა იქნება.

არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:
"20 იანვარი ძალიან, ძალიან განსაკუთრებული და მშვენიერი დღე იქნება. ველოდები ბევრ ხალხს, რადგან ჩვენ მთელი მოძრაობა ვართ. სამყაროს ასეთი მოძრაობა ჯერ არ უნახავს."

ტრამპის ინაუგურაციას უკვე აპროტესტებენ ისინი, ვიც არჩეულ პრეზიდენტს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმებაში არ ეთანხმება.

30-ზე მეტმა დემოკრატმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება.
"ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარი მაიკლ ბარონი ამბობს, რომ ტრამპი უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას: მან ქვეყნის გამთლიანება უნდა სცადოს.

მაიკლ ბარონი:
"ვფიქრობ, დონალდ ტრამპი უფრო რთულ ვითარებაშია, ვიდრე უკანასკნელი სამი პრეზიდენტი, რომელთაგან თითოეულის წინაშე იდგა გახლეჩილი ქვეყნის გამთლიანების ამოცანა."

დონალდ ტრამპი:
"გისმენთ. გისმენთ. თქვენ არა! თქვენ არა! თქვენ საძაგელ ორგანიზაციას წარმოადგენთ."

ტრამპმა უკვე მიგვანიშნა, რომ პრესას აგრესიულად მოეკიდება. "ტვიტერის" საშუალებით, ის კვლავ აგრძელებს კონფლიქტებს.

"შეეგუეთ ამას," გვეუბნება "ნეშენალ ჯორნალის" მიმომხილველი ტომ დეფრანკი.

ტომ დეფრანკი, გაზეთი "ეროვნული ჯორნალი"

"ასეთია მისი მუშაობის სტილი. მას უყვარს გაურკვევლობა. უყვარს ქაოსი, რადგან იცის, რომ საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ის იღებს."

ტრამპი ობამასაგან მკვეთრად განსხვავდება, ამბობს "ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის" ექსპერტიჯონ ფორტიერი.

ჯონ ფორტიერი, ორპარტიული პოლიტიკის ცენტრი
"დონალდ ტრამპი თავისი სტილით უკვე ცვლილებაა. ის ყველა სხვა პრეზიდენტისაგან განსხვავებულია ურთიერთობაში და არ აშინებს უსიამოვნებებში გახვევა. ნათელია, რომ მოსაწყენად არ გვეცლება."

ობამას ეპოქა სრულდება. იწყება ტრამპის დროება, ყველა თანამდევი მოლოდინითა და გაურკვევლობით.

XS
SM
MD
LG