ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ. დეპარტამენტი ადამიანებით ტრეფიკინგის ანგარიშს გამოაქვეყნებს


რამდენიმე საათში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილ ივანკა ტრამპთან ერთად, ადამიანებით ტრეფიკინის 2018 წლის ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანგარიშში მსოფლიოს ქვეყნებში არსებული მდგომარეობა იქნება აღწერილი.

ტრეფიკინგის ანგარიში ყოველწლიური დოკუმენტია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოსცემს. ამერიკის დიპლომატიური უწყება ტრეფიკინგის პრობლემის მონიტორინგს აწარმოებს და ამ დანაშაულის აღკვეთას ცდილობს.

ამასთან, ანგრიში აჯამებს მთავრობების მუშაობას ტრეფიკინგის აღმოფხვრის მიმართულებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG