ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამატება ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაში


თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-20 მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი 2005 წლის შემდეგ არ განახლებულა

ეუთომ, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ადამიანთა ტრეფიკინგთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში დამატება მიიღო. მასში გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამერიკელი კონგრესმენის, კრის სმიტის ინიციატივით შევიდა.

„დამატება ადამიანთა ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაში შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას ითვალისწინებს“ - აცხადებს კონგრესმენი სმიტი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა. კიევში ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-20 მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი სამოქმედო გეგმის ბოლო დამატებაა. ის 2005 წლის შემდეგ არ განახლებულა.
XS
SM
MD
LG