იაპონური საავტომობილო კომპანია "ტოიტა" თანახმაა 1.1 მილიარდი დოლარი გადაუხადოს ამერიკელ მომხმარებელს, რომლებმაც კომპანიას ავტომობილების მართვისას სიჩქარის მოულოდნელი მატების გამო უჩივლეს.
ოთხშაბათს "ტოიოტას" პრესცენტრმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კომპანია ავტომობილთა მფლობელებს პირადად გადაუხდის თანხას. სიჩქარის მოულოდნელი მატების გამო, "ტოიტა" 3 მილიონი ავტომობილის მფლობელის საჩივარს დააკამყოფილებს. 250 მილიონ დოლარს კი კომპანია უკვე მოხმარბაში მყოფი მანქანების გარემონტებაში გადაიხდის, რომელთა სამუხრუჭე სისტემა არასწორად მუშაობდა.
თანხის გადახდის პირობები შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
სიჩქარის მოულოდნელი მატების გამო, "ტოიტა" 3 მილიონი ავტომობილის მფლობელის საჩივარს დააკამყოფილებს