ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ტორნადოსგან მიყენებულ ზარალს ითვლიან


აშშ-ში ტორნადოსგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კვირას ტორნადომ ქალაქ ჯოპლინში 10 კილომეტრიანი კვალი დატოვა, სადაც ათასობით სახლი დაანგრია და დაახლოებით 50 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
სამაშველო ჯგუფები კვლავ ეძებენ ნანგრევებში დარჩენილ გადარჩენილებსა და ცხედრებს. მისურის გუბერნატორი ჯეი ნიქსონის განცხადებით, ცუდი ამინდი სამაშველო სამუშაოების ჩატარებას აფერხებს.

„ეს ძალიან რთული პერიოდია, რომელიც კიდევ რამდენიმე ხანი გაგრძელდება. ამინდი სამუშაოების ჩატარებაში ხელს არ გვიწყობს. სტორმი და წვიმები გრძელდება და სავარაუდოდ კვლავ უნდა ველოდეთ ამინდის გაუარესებას.“

2011 წლის განმავლობაში ამერიკაში მომხდარი ტორნადოების მიერ გამოწვეული მსხვერპლი უკვე 450ს შეადგენს. ამ ეტაპზე ტორნადოების წლევანდელი სეზონი ამერიკის ისტორიაში რიგით მეორეა მსხვერპლის რაოდენობით, ხოლო სადაზღვევო კომპანიების განცხადებით, 2011 წელი ყველაზე დიდი ზარალის გამომწვევი წელია.

დაზღვევის ინფორმაციის ინსტიტუტის წარმომადგენელი მაიკლ ბერი აცხადებს, რომ მატერიალური ზარალის დადგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე ტორნადოს მიერ მიყენებული ზარალის დაანგარიშება კი ძალიან რთული იქნება.

„ჯოპლინის მოსახლეობა ალბათ ფირქობს იმას, უღირს თუ არა ცხოვრების აქ გაგრძელება.“

რისკის მოდელირების სააგენტო RMS-ის განცხადებით, დაზღვევის ღირებულება მიმდინარე აპრილში უკვე 6 მილიდი დოლარია. შარშან კი მთელი წლის განმავლობაში ეს თანხა 9.5 მეათედი მილიარდი დოლარი იყო.

პრეზიდენტი პარაკ ობამა ევროპაში 6-დღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მუდმივად იღებს ინფორმაციას ტორნადოს შედეგების შესახებ. ლონდონში ყოფნისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ტორნადოების მიერ დაზარალებულ ქალაქებს ამერიკაში დაბრუნების სემდეგ ეწვევა. მან დაზარალებულ ადამიანებს ფედერალური დახმარებაც აღუთქვა.

„ჩვენ დახმარების გაწევას არ შევწყვეტთ მანამ, ვიდრე თითოეული სახლი არ შეკეთდება, თითოეული უბანი არ აღდგება, თითოეული ბიზნესი არ ამოქმედდება. ეს ჩემი და ამერიკელი ხალხის პირობა.“

მაიკლ ბერის განცხადებით, მიუხედავად ძვირადღირებული ზარალისა, ჯოპლინის ერთი-მესამედის აღდგენა შესაძელებელი იქნება, ისევე როგორც ეს სხვაგან მომხდარი ტორნადოების შემთხვევაში ხდებოდა.

„კანზასის შტატში მდებარე ქალაქი გრინსბურგი რამდენიმე წლის წინ თითქმის მთლიანად დაანგრია ტორნადომ. იქ მსხვერპლის რაოდენობა ასეთი დიდი არ იყო, მაგრამ ქალაქი დანგრებული იყო. მიუხედავად ამისა, სამ-ოთხ წელში ქალაქი მთლიანად აღდგენილია.“

ტრაგედია, რომელიც ჯოპლინს დაატყდა თავს ერთ-ერთია ტორნადოების იმ სერიიდან, რომელიც ამერიკის ცენტრალურ ნაწილში ხდება. ამ ყველაფერს ფონად ის სდევს, რომ მდინარე მისისიპის დაბლობი უკვე რამდენიმე კვირაა დატბორილია. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მეტეოროლოგების ცბნობით 2011 წლის ქარიშხლების სეზონი სულ რამდენიმე დღეში დაიწყება.

XS
SM
MD
LG