ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა უკანონო თამბაქოსთან


ას სამოცდაათმა ქვეყანამ ახალი პაქტი გააფორმა

ას სამოცდაათი სახელმწიფო თამბაქოს უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდა. დღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ხელმოწერილი ოქმის მიხედვით, წესდება ახალი გლობალური სისტემა, რომელიც სიგარეტის ყოველ კოლოფზე ახალ კოდს შექმნის. ეს კი თამბაქოთი არალეგალურ ვაჭრობას გაართულებს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება გახდება ის ინსტრუმენტი, რომელიც საბოლოოდ აღმოფხვრის თამბაქოთი უკანონო ვაჭრობას.
XS
SM
MD
LG