ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა ზომების შესუბუქების გეგმა წარმოადგინა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს საზოგადოებას ის გეგმა წარუდგინა, რომლის თანახმადაც, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი ეტაპობრივად უნდა აღდგეს. მისმა მცდელობამ წარმოედგინა კორონავირუსის საკარანტინო რეჟიმიდან დეტალური "გასვლის" გეგმა, ბრიტანეთში დაბნეულობა, პროტესტი და ზოგჯერ დაცინვაც კი გამოიწვია.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ღია ცის ქვეშ შესაძლო აქტივობები ამ კვირიდან დაშვებული იქნება, მათ შორის, გაიხსნება გოლფისა და ტენისის მოედნები; სკოლები და ზოგიერთი მაღაზია კი ეტაპობრივად ივნისიდან გაიხსნება. ზოგიერთი რესტორანი კი, რომლებსაც ღია ცის ქვეშ, ქუჩაში შეუძლიათ მაგიდების განთავსება, ივლისიდან გაიხსნება. ბრიტანეთში ჩასულებს კი კვლავ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ზოგიერთ მოქალაქეს სამსახურში გასვლა, ამ გეგმის მიხედვით, უკვე ოთხშაბათიდან შეეძლება.

ერისადმი მიმართვაში გუშინ ჯონსონმა თქვა, რომ კარანტინი სრულად არ დამთავრდება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი სამსახურში უნდა დაბრუნდეს. თუმცა შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი სახლში დარჩენის მოწოდებებს განაგრძობენ.

"ეს არ არის დრო, როდესაც კარანტინი მარტივად უნდა დასრულდეს", თქვა ჯონსონმა კვირას, საღამოს. "ყველა, ვისაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლია, მაგალითად მშენებლობაზე ან წარმოებაში დასაქმებული ადამიანები, მათ წავახალისებთ, რომ სამსახურში გავიდნენ".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG