ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონშია


დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ავრილ ჰეინსთან, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილესთან, უკვე გამართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დღის წესრიგი უცვლელია - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა. ამ ურთიერთობების შედეგები კი, დროის შემჭიდროებულ ვადებში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში იქნება გამოხატული.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებზეც ისაუბრეს. 8 ივნისს, საქართველოს თავდაცვის და საგარეო მინისტრები გავლენიან ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG