ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაიმს სქვერზე ვარსკვლავური ღამის მონაწილეების ვინაობა ცნობილია


ნიუ-იორკში, 31 დეკემბრის ღამეს დაგეგმილი კონცერტისთვის მზადება ფინალურ ეტაპზეა. კონცერტი, ტრადიციის თანახმად, თაიმს სკვერზე გაიმართება.

“ამერიკის ხმისთვის” ღონისძიების ორგანიზატორი “თაიმს სკვერის ალიანსის” მიერ მოწოდებული ინფორმაცის მიხედვით, 31 დეკემბერს სცენაზე ვიხილავთ ბიბი რექსას, ლოვლიდიბენდს, კრისტინა აგილერას, სტინგს, სნუპ დოგს, ბასტილს, ახალ ბიჭებს უბანში (New Kids On The Block) დენ და შეის, რობინ თიქლზს, და მაუ და რიკს.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, თაიმს სქვერ #1-ის შენობის თავზე, იქ სადაც ბროლის ბურთია განთასებული, საპატიო სტუმრები შეიკრიბებიან.

“თაიმ სქვერ ალიანსის” გადაწყვეტილებით, წელს ცათამბჯენის თავზე, ნიუ-იორკის მერთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ჟურნალისტები არიან მიწვეულნი. ალიანსში განმარტავენ, რომ ამ ჟესტით, ისინი მხარს უჭერენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტები ახალი წლის ღამეს, მთავარ ღილაკს 1 წუთით აამოქმედებენ და 2018 წლის ბოლო წამების უკუთვლას დაიწყებენ.

მანამდე კი, 27 დეკემბერს, ბროლის ბურთზე დამატებით დეტალებს დაამონტაჟებენ. ორ მეტრამდე სიმაღლის 1-იანი და 9-იანი კი წითელი კიბეებიდან ცათამჯენის თავზე გადაინაცვლებს და 1-იანსა და 8-იანს ჩაანაცვლებს.

30 დეკემბერს კი ბროლის ბურთს საცდელ დაშვებას ჩაატარებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG