ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი: ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ქმედითი ურთიერთობების დამყარებას


რექს ტილერსონი სენატში

სამშაბათს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე წარსდგა. მან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა საგარეო ურთიერთობების კუთხით და განაცხადა, რომ ამერიკამ მოახერხა ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული კომაში მყოფი სტუდენტის, ოტო ვარმბიერის გათავისუფლებისთვის მიეღწია. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს მოლაპარაკებებს ამერიკის კიდევ სამი მოქალაქის გათავისუფლების თაობაზე.

ტილერსონმა გვერდი ვერ აუარა კანონმდებლების შეკითხვებს რუსეთის თაობაზე. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ამ ეტაპზე, ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზიაციას.

“ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჩვენი მათთან უთანხმოების სია გრძელია. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობის სტაბილიზაციას რამდენიმე მიმართულებით, და ვცდილობთ მოვნახოთ გზა, რათა რაიმე სახის ქმედითი ურთიერთობა დავამყაროთ რუსეთის მთავრობასთან. ამ ქმედებების ნაწილი უკვე მიმდინარეობს, მაგალითად სირიის შემთხვევაში. და ისინი პოზიტიურად მიიწევს წინ, თუმცა ჯერ ადრეა იმის თქმა გამოიღებს თუ არა ისინი შედეგებს“, - განაცხადა ტილერსონმა. ის ასევე შეეხო სირიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ აშშ „სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ საბრძოლველადაა“, რათა მას არ მიეცეს მეტი ტერიტორიის დაკავების საშუალება."

სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა სენატის ლიდერების შეთანხმებას დაუწესონ დამატებითი სანქციები რუსეთს და აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკების "არხების დახურვას გამოიწვევს."

ტილერსონმა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის შეკვეცის თაობაზე კრიტიკას უპასუხა. სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და USAID-ისთვის ფინანსების შეზღუდვაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მეტი თანხების გამოყოფა ყოველთვის ეფექტურობას არ გულისხმას.

„საჭიროა უფრო ეფექტური და უფრო ქმედითი სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID. ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ და ვიმუშავებ კონგრესთან, რათა ორივე ორგანიზაციის გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი. ჩემი კარიერის განმავლობაში, მე არასდროს მჯეროდა იმის, რომ მიზნის მისაღწევად ფინანსების გამოყოფის რაოდენობა ეფექტურობას უდრის. ჩვენი ბიუჯეტი ვერ განსაზღვრავს რამდენად ეფექტურები ვიქნებით ჩვენ, ამას ხალხი განსაზღრავს“, - აღნიშნა ტილერსონმა.

საკუთარ მიმართვაში, მან ასევე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის მისიაზე, იმაზე რომ მისი მთავარი მიზანი ამერიკელი მოქალაქეების დაცვაა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ტილერსონის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მისია, როგორც ყოველთვის დგას პრინციპებზე, როგორიცაა „თავისუფლება, დემოკრატია, პიროვნების თავისუფლება და ადამიანური ღირსება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG