ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმთან მდებარე გამშვებ პუნქტზე სამი ადამიანი მოკლეს


ისრაელის პოლიციის განცხადებით, იერუსალიმის მახლობლად მდებარე დასახლების შესასვლელთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და უსაფრთხოების სამი თანამშრომელი მოკლა. მძიმედაა დაჭრილი ერთი მცველი.

პოლიციის პრეს-სპიკერის თქმით, თავმდამსხმელი გამშვებ პუნქტზე პალესტინელ მუშებთან ერთად შევიდა და შემდეგ ცეცხლი გახსნა. ის ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის სხვა თანამშრომლებმა მოკლეს.

დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერებმა თავდასხმა "მოიწონეს", თუმცა მასზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. ისრაელის ოფიციალური მხარის ცნობით, თავდამსხმელი 37 წლის პალესტინელი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG