ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამ განზომილებიანი სამყარო


მალე შესაძლოა 3-დი გამოსახულებიანი ვიდეო და ტელე-კონფერენციები მოეწყოს

ფილმების და კომპიუტერული თამაშების ჩათვლითაც აუდიენცია სიამოვნებას ღებულობს სუპერ-რეალისტური კომპიუტერული ვიდეოებით, მათ შორის არის კიდევ უფრო გართულებული სამგანზომილებიანი და 3 დი გამოსახულებიანი ვიდეოები. ლოს-ანჯელესში დეველოპერების ჯგუფი მუშაობს იმაზე რომ ეს უახლესი ტექნოლოგიები გართობის სფეროდან ბიზნესისა და განათლების სფეროში გადაიტანოს.

ფილმში „სუპერმენის დაბრუნება“ აუდიტორიამ იცის რომ სუპერგმირი სინამდვილეში არ დაფრინავს , თუმცა აქ არის სხვაგვარი ილუზიაც. არც მსახიობი დაფრინავს ფილმში - მსახიობიც კი ვირტუალურია. ციფრული გამოსახულების პირველი ნაბიჯი არის რეალური მსახიობის გამოცვლის პროცესი ვირტუალურად, რომელსაც დაწყებითი ეტაპი ეწოდება. ეს არის ამოჭრილი სფერო, რომელიც ივსება სხვადასხვა განათებით. როგორც კი მსახიობი შედის ამ სფეროში კომპიუტერით ფიქსირდება მისი სახის კონტურები და შემდეგ იწერს თუ როგორ რეაგირებს მასზე განათება. სამხრეთ კალიფორნიის კრეატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი პაველ დებევაკი იმაზე საუბრობს თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი.

მათ შეუძლიათ გამოსახულება აანთონ ძალიან სპეციფიური კომპიუტერული განათებით და შემდეგ მაღალ-რეზოლუციანი ციფრული ფოტო-კამერით იღებენ ფოტოს შვიდი სხვადასხვა წერტილიდან.

დებევაკი არის დისციპლინარული გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ადამიანების და ობიექტების კომპიუტერიზებულ გამოსახულებებს, რომელიც გამოიყურება და მოქმედებს როგორც ნამდვილი ადამიანი. ის ამბობს რომ, განათება იძლევა საშუალებას მსახიობები ციფრულ ანიმაციებად აქციოს , ისევე როგორც ლურჯი უცხოპლანეტელები ფილმში „ ავატარი“.

რეალურად შესაძლოა მალე 3 -დი ვიდეო ტელე-კონფერენციებისთვისაც იქნას გამოყენებული, რომელიც დარბაზში მყოფი მონაწილის გამოსახულებას შექმნის. ასევე ვიდეო-გამოსახულება შეიძლება ურთიერთქმედებაში იყოს სხვა მონაწილეებთანაც რომლებიც 3-დის გამოსახულებას სპეციალური სათვალეების გარეშეც შეხედავენ.

დებევაკის თქმით , პიროვნება რომლის გამოსახულებაც შორ მანძილზე გადაიცემა, ქმნის ეფექტს რომ თითქოს სხვებთან ერთად დარბაზში იმყოფება და ყველამ ოთახში იცის, თუ ვის უყურებენ ისინი. და ეს მართლაც ადამიანების ურთიერთკავშირის ფუნდამენტური კომუნიკაციაა.

დებევაკს სჯერა რომ ბიზნეს სამყარო მალე, დაახლოებით ხუთ წელიწადში დაიწყებს 3-დი ტელეკონფერენციის ჩატარებას. თუმცა საზოგადოებამ შესაძლოა მანამდე ნახოს ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვარიანტი.
ინსტიტუტი თავის განათებას და ინტერაქტულ 3 -დი ჩვენების ტექნოლოგიას იყენებს იმისთვის, რომ ჩაწერონ და მოაწყონ ვიდეო-ჩვენებები ჰოლოკოსტის გადარჩენილების მონაწილეობით შოას ფონდისთვის და ასევე სამხრეთ კალიფორნიის ინსტიტუტისთვისაც. 3-დი გამოსახულება სპეციალურ ეკრანზე ნაჩვენები იქნება სასწავლო კლასებში და მუზეუმებში და იმგვარად იქნება დაპროგრამირებული რომ სტუდენტებს და მნახველებს უპასუხებს ჰოლოკოსტის შესახებ დასმულ კითხვებზე.

ჰოლოკოსტის გადარჩენილებს და სტუდენტებს შორის ურთიერთკავშირის დემონსტრირება შესაძლოა უკვე ერთ წელიწადში განხორციელდეს. ხოლო ათ წელიწადში 3-დის ვიდეო-თამაშები უკვე სპეციალური სათვალეების გარეშეც შეიძლება ვნახოთ.
XS
SM
MD
LG