ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა ავღანეთის ჰელმანდის რეგიონში მომხდარი აფეთქებისას.

თვითმხილველების ცნობით, მანქანა ბანკის წინ აფეთქდა, სადაც ხელფასის ასაღებად ავრანეთის მთავრობის წარმოამდგენლები და ჯარისკაცები იდგნენ რიგში.

აფეთქება წინ უსწრებს ეიდის დღესასწაულს, რომელიც კვირას იმართება და მუსლიმების ერთთვიანი რამადანის დასასრულს აღნიშნავს.

ჰელმანდის რეგიონის უმეტეს ნაწილს დაჯგუფება “თალიბანი” აკონტროლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG