ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი თანამდებობიდან 7 ივნისს გადადგება


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტერეზა მეი აცხადებს, რომ ის თანამდებობას დატოვებს. მეიმ გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვერ მოახერხა პარლამენტის წევრების დარწმუნება მხარი დაეჭირათ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების, „ბრექსიტის“, კანონპროექტისთვის.

„ჩემთვის ახლა უკვე ნათელია, რომ ქვეყნისთვის საუკეთესოა ამ სამუშაოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა უხელმძღვანელოს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ცრემლებით აივსო. „დღეს მე ვაცხადებ, რომ გადავდგები კონსერვატორთა და უნიონისტების პარტიის ლიდერის თანამდებობიდან 7 ივნისს“, - თქვა მან.

ახალი პარტიის ლიდერის არჩევის პროცესი, რომელიც შემდგომ პრემიერის პოსტს დაიკავებს, 7 ივნისის კვირაში დაიწყება. გამოსვლისას მეიმ განაცხადა, რომ მისთვის ძალზედ სამწუხაროა, რომ ვერ მოახერხა "ბრექსიტის" პროცესის დასრულება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG