ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა" - ამერიკის საელჩო


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

"საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა" - ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოში აშშ-ის საელჩო.

აშშ-ის წარმომადგენლობა, ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარება ქართველი ხალხის ინტერესებშია. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას და დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას.

"საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას." - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ აფასებს ნიკა მელიას საქმეზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას.

"შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს" - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის საელჩომ, განცხადება ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეაც გააკეთა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - აცხადებდა საელჩო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG