ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღე


იანვრის თვის ყოველ მესამე ორშაბათს ამერიკელები დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღეს აღნიშნავენ, რომელიც ბაპტისტი მღვდელი იყო ალაბამას შტატიდან.

ის ადამიანის უფლებების დაცვის მოძრაობის ლიდერი იყო ამერიკაში და სოციალური გარდაქმნების მიღწევას მშვიდობიანი გზებით ცდილობდა. 15 იანვარს მარტინ ლუთერ კინგს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდებოდა.

მას სწამდა, რომ ცვლილებები არ მოდის გარდაუვალი ბედისწერის წყალობით, არამედ მას დაძაბული ბრძოლა სჭირდება.

მარტინ ლუთერ კინგის მეთაურობით ბოიკოტის მასობრივი აქციები, მშვიდობიანი დემონსტრაციები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და მჯდომარე აქციები გაიმართა.

დოქტორ კინგის განცხადებით: „ის ადამიანი ვინც იძულებულია კანონი დაარღვიოს მისი უსამართლობის გამო და რომელიც წინასწარ მზადა არის ამ საქციელისთვის სასჯელი მოიხადოს, სინამდვილეში კანონიერების უპირველესი პატივისმცემელია.“ სამოქალაქო მოძრაობის აქტივსტები ზოგჯერ შეგნებულად არღვევდნენ არსებულ კანონმდებლობას, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედებდნენ.

მათი ბრძოლა თეთრკანიანი და ფერადკანიანი მოქალაქეების სეგრეგაციის წინააღმდეგ იყო მიმართული, რათა საზოგადოების ყურადღება ამ მტკივნეულ პრობლემაზე ყოფილიყო გამახვილებული. როდესაც შავკანიანმა როზა პარკერმა კანონის დარღევით უარი განაცხდა თეთრი მგზავრისთვის დაეთმო ავტობუსში თავისი ადგილი და ამის გამო ციხეში აღმოჩნდა, ამან მთელს ქვეყანაში სიმპათია გამოიწვია ამ ქალბატონის მიმართ.

მარტინ ლუთერ კინგი 39 წლის კაცი იყო, როდესაც ის 1968 წლის 4 აპრილს გამოასალმეს სიცოცხლეს, მაგრამ მისი ხსოვნა უკვდავია. სეგრეგაციის კანონი გაუქმდა, რასობრივი დისკრიმინაცია აიკრძალა.

დღეს როდესაც ჩვენ ზეიმით აღვნიშნავთ მარტინ ლუთერ კინგის სიცოცლხეს და მოღვაწეობას, შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი წარმოშობის პრეზიდენტი ბარაქ ობამა წარმატებით ასრულებს თავის მესამე წელიწადს თეთრ სახლში.

როგორც მარტინ ლუთერი კინგის უფროსი და, ქრისტინი აცხადებს:“ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ როდესმე მოვესწრებოდი ერთ-ერთი ჩვენთაგანის სახელმწიფოს მეთაურად ხილვას. ბარაქ ობამას გაპრეზიდენტება ჩვენთვის აღთქმულ მიწასთან მიახლოებას ნიშნავს.“

დოქტორი კინგის ცხოვრების აღწერას მისივე სიტყვებით დავამთავრებთ: ,, მნიშველოვანია არა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების გზის ხარისხი.“

XS
SM
MD
LG