ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურტ ელინგმა ახალი კრებული გამოუშვა


კურტ ელინგმა ახალი კრებული გამოუშვა
კურტ ელინგმა ახალი კრებული გამოუშვა

მომღერალი და კომპოზიტორი კურტ ელინგი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ჯაზ ვოკალისტია. ახლახანს გამოვიდა კურტ ელინგის ახალი კრებული სახელად “ The Gate”. ამჯერად ის სცდება ჯაზის ფარგლებს და განსხვავებულ ჟანრში ევლინება მსმენელს.

იმისათვის რომ შეიგრძნო და დააფასო კურტ ელინგის მუსიკა სრეულებითაც არაა საჭირო რომ ჯაზის თაყვანისმცემელი იყო. ის კომპოზიციები რაც ახალ კრებულშია შესული ჯაზთან ასოცირებას ნაკლებად იწვევს. ბიტლსი, სტივ ვანდერი, დევიდ ფოსტერი ეს იმ მუსიკოსთა მცირე ჩემონათვალია, რომელთა მუსიკაც გამოყენებულია დისკში “ The Gate”.

ვის სიმღერასაც არ უნდა მღეროდეს კურტ ელინგი ან რასაც არ უნდა წერდეს თავად, ყოველთვის განცვიფრებას იწვევს. მისი მრავალმხრივი რეპერტუარი მოიცავს როგორც ჩვეულ ჯაზ სტანდარტის კომპოზიციებს, ისე თანამედროვე პოპსაც.

ჩიკაგოში დაბადებული და გაზრდილი მუსიკოსის, კურტ ელინგის კარიერა 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან პირველი კრებული ჩაწერა. ყოველი მომდევნო გრემის პრემიის ნომინანტი გახდა. უკანასლნელმა „Dedicated to you’-მ კი საუკეთესო ჯაზ ვოკალისთვის გრემის პრემია მოუტანა კურტ ელინგს. კრიტიკოსების მხრიდან მას აღიარება არ აკლია. ამის ნათელი მაგალითია ყოველწლიური ჯაზ კრიტიკოსთა ათეულის სია, სადაც საუკეთესო მუსიკოსები სახელდება. ჯაზ ვოკალისტთა კატეგორიაში 2000 წლიდან მას პირველობა არავისთვის დაუთმია.

XS
SM
MD
LG