ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში საპროტესტო აქციები გრძელდება


პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიციას მომიტინგეების დასაშლელად ძალადობა არ გამოიყენოს

დღეს ბანკოკში ტაილანდის ოპოზიციის წარმოამდგენლები სამთავრობო და პოლიციის შენობებში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც უსაფრთხოების ძალებმა დაპირისპირებაზე უარი თქვეს და უკან დაიხიეს.

დემონსტრანტებმა დროშებით და სტვენით სამთავრობო შენობის გარე ტერიტორია დაიკავეს, სადაც პრემიერ მინისტრის ოფისი და მეტროპოლიტენის პოლიციაა განთავსებული.

ოპოზიციის აქციის მონაწილეები მალე დაიშალნენ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მოთხოვნების გაგრძელება სცადა.

დღეს ტაილანდის პრემიერ მინისტრმა იუნგლუკ შინავატრამ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი შედარებით შემსუბუქდა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა. პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიციას მომიტინგეების დასაშლელად ძალადობა არ გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG