ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში პრემიერმა პარლამენტი დაითხოვა


პრემიერი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, პოსტზე რჩება, თუმცა - შეზღუდული ძალაუფლებით

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა იინგლავ ჩინივატიმ დღეს განცხადება პარლამენტის დათხოვნის შესახებ გააკეთა. ხელისუფლების განცხადებით, ახალი არჩევნები სავარაუდოდ, 2 თებერვალს გაიმართება. პრემიერი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, პოსტზე რჩება, თუმცა - შეზღუდული ძალაუფლებით.

ქვეყნის დედაქალაქ ბანკოკში თვეზე მეტია ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ტაილანდის პრემიერმა დღეს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ბედის განსაზღვრას ტაილანდელ ხალხს მიანდობს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები მანამდე არ დასრულდება, სანამ თავად პრემიერი ჩინივატი არ გადადგება. პოლიციის განცხადებით, დღეს მთავრობის შენობასთან 140 ათასზე მეტი დემონსტრანტი იდგა.
XS
SM
MD
LG