ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის მთავრობა დემონსტრანტების დაშლას მოითხოვს


ტაილანდის მთავრობა „წითელპერანგიანებთან“ მოლაპარაკებების გამართვას მანამდე არ აპირებს სანამ ბანგკოკის ცენტრს მათგან არ გაწმენდს. მთავრობამ ამის შესახებ დღეს ტელევიზიის მეშვეობით განაცხადა. „წითელპერანგიანთა“ ლიდერები ამბობენ, რომ მათ ქვეყნის სენატის შუამდგომლობით მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა სწადიათ:

„ეს სისხლისღვრის თავიდან აცილების ბოლო შანსია. ყოველთვის უნდა რჩებოდეს მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა. ჩვენ იმ შემთხვევაში დავიშლებით თუ არმია ბაზებს დაბრუნდება. ეს ძალზე უბრალო მოთხოვნაა. ამ შემთხვევაში მსხვერპლს თავიდან ავიცილებთ. ჩვენი შეთავაზება ძალზე მომგებიანია“. ამბობს „წითელპერანგიანების“ ერთ-ერთი ლიდერი სეან ბოონპრაკონგი. დღესვე ტაილანდის არმიამ „წითელპერანგიანების“ ბანაკისთვის ალყის შემორტყმა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გადაყენებული პრემიერ-მინისტრის ტაქსინ შინავატრას მომხრეების მიერ მოწყობილი დემონსტრაციების დროს მომხდარ შეტაკებებში ოცდაჩვიდმეტი ადამიანი დაიღუპა. „წითელპერანგიანები ამჟამინდელი მთავრობის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG