ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში ბუტის სასამართლო გრძელდება


ტაილანდში ბუტის სასამართლო გრძელდება

არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ტაილანდის სასამართლომ იარაღით ეჭვმიტანილი მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის წინააღდმეგ, ფულის გამოძალვისა და თაღლითობის ბრალდებები გაუუქმა. ამავდროულად, ტაილანდმა მისი ამერიკაში ექსტრადაციის თემა წამოწია.

ეროვნებით რუსი ვიქტორ ბუტის ადვოკატის განცხადებით, ის ექსტრადიციას გაასაჩივრებს, თუმცა სასამართლოში საინფორმაციო სააგენტო ასოსიეშედ პრესს განუცხადეს, რომ გამოტანილი განაჩენის გადადება მხოლოდ გამომძიებლებს შეუძლიათ.

ტაილანდის უმაღლესმა სასამართლომ აგვისტოში დაადგინა, რომ ბუტის ექსტრადიცია მანამდე წაყენებული ბრალდებების საფუძველზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ მალევე ამერიკამ ახალი ბრალდებები წამოაყენა, იმის შიშით, რომ განაჩენი მათ სასარგებლოდ შეიძლება არ გამოტანილიყო.

დღეს ბანკოკის სასამართლომ საქმის ახალი ბრალდებების გადახედვაზე უარი თქვა.

რუსეთი აქტიურად ეწინააღდემგებოდა ბუტის, საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალბის ყოფილი ოფიცრის ექსტრადაციას, რომელიც როგორც ცნობილია, რუსეთის უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო ინფორმაციას ფლობს.

43 წლის ვიქტორ ბუტი, რომელიც “სიკვდილით მოვაჭრის “ სახელით არის ცნობილი, 2008 წელს ამერიკის მიერ წარმართული სპეც ოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ამ საქმემ ტაილანდი, 2 ერთგულ მოკავშირეს შორის უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ვაშინგტონი ბანკოკის დიდი ხნის მოკავშირეა, მეორეს მხრივ მოსკოვი დიდი ხნის სავაჭრო პარტნიორი.

ტაილანდში მოღვაწე ამერიკელი ჯო ლიდსი, იურიდიული ფირმის, ჩანინათისა და ლიდსის წარმოამდგენელი ამბობს, რომ ჯერ კიდევ საკითხავია, დათანხმდება თუ არა ტაილანდის სასამართლო ბუტის ექსტრადიციის შეჩერებას.:

“სასამართლომ შეიძლება აღიაროს რომ ადვოკატებს აპელაციის ლეგალური უფლება აქვთ, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ შეიძლება თქვას, ჩვენ ვაღიარებთ თქვენს უფლებებს, მაგრამ ჩვენ ექსტრადიციას უნდა დავეთანხმოთ, რადგან უდნა მივყვეთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მოკლედ რომ ვთქვათ, ამ საქმეში უფრო მეტი გამართულებელი მიზეზია, ვიდრე ჩვეულებრივ საქმეში.” -ამბობს ლიდსი.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, აბისიდ ვეჯაჯივამ გასულ კვირას განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ბუტის ექსტრადიციის შესახებ,ქვეყანა ტაილანდის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე მიიღებს.

XS
SM
MD
LG