ამერიკის პროკურორები აცხადებენ, რომ შარშან კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინოში ტერორისტების მიერ მოკლული ადამიანების ოჯახებს ერთ-ერთი თავდამსხმელის სიცოცხლის დაზღვევის შეღავათები უნდა გაუნაწილდეთ. შეღავათების თანხა ასობით ათასი დოლარია.
პროკურორებმა სარჩელი სამშაბათს ლოს ანჯელესის სასამართლოში შეიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ საიდ რიზვან ფარუქის სიცოცხლის დაზღვევის თანხა მთავრობას უნდა გადაეცეს და ის ფარუქის მიერ დასახელებულ ბენეფიციარებს არ უნდა მიეცეს.
ფარუქმა და მისმა ცოლმა ტაშფინ მალიკმა დეკემბერში 14 ადამიანი მოკლეს და 21 დაჭრეს. ისინი მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაიღუპნენ, მას შემდეგ, რაც დანაშაულის ადგილიდან გაქცევა სცადეს.
პოპულარული
1