ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში მეჩეთთან ახლოს ფურგონი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა


ლონდონში, მეჩეთთან ახლოს ფურგონი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ბრიტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერ ისევ უცნობია.

პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ, აღნიშნულთან დაკავშირებით, განაცხადა რომ ეს იყო თავდასხმა მუსლიმების წინააღმდეგ მათ სალოცავ ადგილთან ახლოს და რომ „მსგავსი სიძულვილი და ბოროტება ვერასდროს მიაღწევს წარმატებას“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG