ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერენა ვილიამსის ოქრო


სერენა ვილიამსმა მატჩი ჩოგბურთელ მარიაა შარაპოვასთან მოიგო

შაბათს, ლონდონში ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა ვილიამსმა ოქროს მედალი მოიპოვა. სერენა ვილიამსმა გამარჯვება რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთან მატჩმა მოუტანა.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა დასაწყისშივე ცხრა გეიმი მოიგო. თამაშის დაწყებიდან ერთ საათში კი ვილიამსი პირველი ოქროს ოლიმპიური მედლის მფლობელი გახდა.

სერენა ვილიამსმა გამარჯვების შემდეგ კორტზე საცეკვაო ილეთი შეასრულა: "მიყვარს ცეკვა და ბედნიერება სხვანაირად ვერ გამოვხატე"-აღნიშნა ჩემპიონმა.


XS
SM
MD
LG