ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი ქვეყნის ლიდერი თეირანში სირიის საკითხზე მსჯელობს


რუსეთის, თურქეთის, და ირანის ლიდერები დღეს ერთმანეთს თეირანში, ე.წ. ასტანის ფორმატში ხვდებიან, სირიის პროვინცია იდლიბში არსებული მდგომარეობის განსახილველად. ეს ტერიტორია სირიაში მეამბოხეთა მიერ დაკავებული უკანასკნელი რეგიონია.

ამ ეტაპზე არსებობს შეშფოთება, რომ სირიის და რუსეთის ჯარები შეტევაზე გადავლენ, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფას და თურქეთის მხარდაჭერილ მეამბოხეებთან დაპირისპირებას გამოიწვევს. მიმდინარე კვირას, რუსეთმა და სირიამ საარტილერიო თავდასხმები უკვე განახორციელეს იდლიბში.

გაეროს ელჩმა სირიაში დე მისტურამ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს მოუწოდა ტექნიკური ხასიათის დისკუსიებს გასცდნენ და გამოსავალი მოძებნონ იდლიბში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG