ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ პრეს-კონფერენცია გამართა


მისი ცნობით, აღმოჩენილია ფირები, რომელბიც ტელეკომპანიის ბაზაზე ჩამონტაჟებული ფარული, მოსასმენი აპარატურის არსებობას მიუთითებს.

სამშაბათს, თბილისში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღმოჩენილია ვიდეომასალა, რომელიც გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო შუბლაძის კაბინეტებში ფარული მოსასმენი ტექნიკის არსებობაზე მიუთითებს. ფირებზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, პროფესიული და კერძო საუბრებია ასახული.

მთავარმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, მოხდება ყველა ტექნიკური მოწყობილობის ამოღება და დაიკითხება ყველა პირი, რომელიც ამ საკითხში ინფორმაციას ფლობს.
XS
SM
MD
LG