ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის სამოქალაქო ომიდან 30 წელი გავიდა


ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

22 დეკემბერს, თბილისის სამოქალაქო ომის დაწყებიდან 30 წლისთავი შესრულდება. 1991 წლის დეკემბერში, მაშინდელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და მის მოწინააღდეგეებს შორის, დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის და თენგიზ სიგუას მეთაურობით, გამსახურდია დაამხეს.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

დაპირისპირების უდიდესი ნაწილი, ორი კვირის განმავლობაში, რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა. გამსახურდია მის მომხრეებთან ერთად, პარლამენტის შენობის სარდაფს აფარებდა თავს.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ ჯემალ კასრაძე
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ ჯემალ კასრაძე

მას შემდეგ, რაც მან თავი დააღწია ამბოხებულებს, ის 1992 წლის იანვარში სომხეთის გავლით ჩეჩნეთში გადავიდა. გამსახურდია, 1993 წელს, ბუნდოვან ვითარებაში გარდაიცვალა.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

ამბოხებულებმა კი ხელისუფლების გადასაბარებლად, ქვეყანაში, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე მიიწვიეს.

ჯაბა იოსელიანი ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი
ჯაბა იოსელიანი ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/ შახ აივაზოვი

გამსახურდიას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას 113 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 500-ზე მეტი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG