ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტთან ვითარება დაიძაბა


პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ადგილზე დაძაბული სიტუაციაა და მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის ეზოში მობილიზებულია სპეციალური დანაყოფის რაზმი. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ჭიჭინაძისა და ჩიხლაძის ქუჩებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა პარლამენტის წინ შეკრებილებს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებენ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნაზე მისი გადადგომის თაობაზე, "სერიოზულ კომენტარს" ვერ გააკეთებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG