ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის გადაწყვეტილებით, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე კლასებში ისწავლიან


თალიბანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალებს სწავლის გაგარძელება უნივერსიტეტებში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ იქ ოთახები ისე იქნება გამოყოფილი, რომ ქალები და კაცები ცალ-ცალკე ისხნდენ.

თალიბანის განათლების მინისტრმა, აბდულ ბაქი ჰაქანიმ, ქაბულში, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სქესის მიხედვით სეგრეგაცია ისლამური წესებისა და ავღანური კულტურის ნაწილია.

მინისტრის თქმით, ქალებს მხოლოდ ქალი მასწავლებლების ყოლის უფლება ექნებათ და კაცს სწავლების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ქალი მასწავლებელი აღარ მოიძებნება. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კაცი ჩაატარებს ლექციას, ან გაკვეთილს, ისლამური წესები სრულად უნდა იყოს დაცული.

"კაც მასწავლებლებსაც შეეძლებათ, რომ ასწავლონ, თუმცა შარიათის კანონების დაცვით. ისინი ფარდის მიღმა უნდა იდგნენ, ან ეკრანიდან უნდა კითხულობდნენ ლექციას",- თქვა ჰაქანიმ.

განათლების მინისტრის თქმით, თალიბანის მთავრობა გააგრძელებს მოსახლეობისთვის განათლების მიცემას, თუმცა, ეს მხოლოდ სქესის მიხედვით სეგრეგაციისა და შარიათის კანონების დაცვით მოხდება.

XS
SM
MD
LG