ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში თალიბანის თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა


თავდამსხმელებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთდროულად აამოქმედეს

ქაბულში თალიბანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა.კამიკაძე ტერორისტემა და თალიბმა მეამბოხეებმა იერიში გაეროს მისიის დისლოკაციის ადგილზე მიიტანეს.

თავდამსხმელებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთდროულად აამოქმედეს. ამასთან მოხდა შეიარაღებული შეტაკება პოლიციასთან, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. ქაბულის პოლიციის უფროსის, გენერალ მუჰამედ აუბ სალანგის განცხადებით, მოკლულია სამი თავდამსხმელიც. შეტაკების დროს სულ ცოტა 10 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG