ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი "ომარის ოპერაციას" იწყებს


“თალიბანი” აცხადებს, რომ ავღანეთში ყოველწლიური საგაზუფხულო “ომარის ოპერაცია” დაიწყო.

ჟურნალისტებისთვის დღეს გაგზავნილ განცხადებაში ისლამისტური დაჯგუფება “მტრების პოზიციებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების პირობას დებს,” მათ შორისაა თვითმკვლელი აფეთქებები და ტაქტიკური თავდასხმები.

“თალიბანის” ინფორმაციით, ოპერაციას დაღუპული ლიდერის მულა ომარის სახელი ჰქვია და ის ავღანეთში ამერიკული ძალების წინააღმდეგ მიმართული 15-წლიანი ძალისხმევის ნაწილია.

XS
SM
MD
LG