ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა ავღანეთის დუაბის რაიონი დაიკავეს


თალიბებმა ავღანეთის დუაბის რაიონი დაიკავეს
თალიბებმა ავღანეთის დუაბის რაიონი დაიკავეს

თალიბებმა ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ნურისტანის პროვინციის დუაბის რაიონი დაიკავეს მძიმე ბრძოლების შემდეგ.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ბრძოლებში სამი პოლიციის ოფიცერი დაიღუპა.

ავღანეთის თალიბებმა უარყვეს ინფორმაცია მულა ომარის პაკისტანში დაღუპვის შესახებ. თალიბების განცხადებით ეს ჭორი იაფფასიანი პროპაგანდაა და მათი ლიდერი დღესაც ხელმძღვანელობს სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში.

ავღანეთის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად მულა ომარი პაკისტანის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ჰამიდ გულის დახმარებით მოკლეს ქალაქ კვეტაში, თუმცა თავად ჰამის გულმა ამ ინფორმაციას სიცრუე და მონაჭორი უწოდა.

ავღანელ თალიბთა ცალთვალა ლიდერზე 10 მილიონი დოლარის ჯილდოა დაწესებული.

XS
SM
MD
LG