იაპონიურმა ავტო ნაწილების მწარმოებელმა კომპანიამ „ტაკატა,“ გაკოტრებისგან დაცვის მიზნით სასამართლოში მოთხოვნა შეიტანა.
ამასთან, კონკურენტი კომპანია „უსაფრთხოების მთავარი სისტემები,“ „ტაკატას“ 1.5 მილიარდ დოლარად იყიდის.
„ტაკატას“ აქციებზე ფასის კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის მიერ წარმოებული მანქანის უსაფრთხოების ბალიშების დეფექტი გამოვლინდა. საწარმოო დეფექტის შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევებში 16 ადამიანი დაიღუპა.
ამის შემდეგ, კომპანიის წინაამდეგ უამრავი სასამართლო პროცესი იქნა წამოწყებული, რაც "ტაკატას" მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვა. გარდა ამისა, დეფექტური ბალიშების ბაზრიდან გამოწვევის მიზნით, კომპანიამ მსოფლიოს გარშემო მილიონობით ავტომობილი მიმოქცევიდან ამოიღო.
პოპულარული
1
Facebook Forum