ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკება კიდევ ერთხელ დაიწყო


სირიის მთავრობის მომლაპარაკებლები ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართულ სამშვიდობო დიალოგში იღებენ მონაწილეობას.

მოლაპარაკება გუშინ დაიწყო. პირველი ეტაპზე გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მიტურა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ მხარეებს პირისპირ შეეძლებათ საუბარი.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს “სანა” ცნობით, სირიის მთავრობის წარმომადგენლები შეხვედრაზე დაგვიანებით იმის გამო ჩავიდნენ, რომ ოპოზიცია დიალოგის დაწყებამდე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას ითხოვდა.

ეს საკითხი გაეროს მიერ ინიცირებული დღემდე ჩატარებული ყველა მოლაპარაკების ჩავარდნის მთავარი თემა ხდებოდა. მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკების დასაწყებად პირობებზე ვერ თანხმდებიან.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG