ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველები ევროპას მეტი ლტოლვილის მიღებისკენ მოუწოდებენ


ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც თურქეთის სანაპიროზე გამორიყული ბიჭის აილან ქურდის ფოტომ მსოფლიო შეძრა.

ნორვეგიის დევნილთა საბჭო ამ ფოტოს კამპანიისთვის იყენებს და ევროპელ ლიდერებს ევროპის კარებთან ადამიანების დაღუპვის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

“ევროპის ქვეყნები და ლიდერები დაგვპირდნენ, რომ აიღებდნენ მორალურ პასუხისმგებლობას. დამაკავშირებელი ხიდების ნაცვლად ისინი კედლებს აგებენ,” აცხადებს ნორვეგიის დევნილთა საბჭოს წარმომადგენელი ჟან ეგელანდი.

მიგრაცის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებმა გასულ წელს ჯამში მილიონი ლტოლვილი მიიღეს. ეგელანდის თქმით ეს საკმარისი არ არის და ევროპამ კარი მეტ ლტოლვილს უნდა გაუღოს.

“ევროპული ცივილიზაცია ან მისი უქონლობა იმით განისაზღვრება თუ რამდენად ღია ვართ დევნილების მიმართ,” ამბობს ეგელანდი.

მისივე თქმით, ბოლო წლის განმავლობაში, 4000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას.

XS
SM
MD
LG