ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კიდევ 19 ადამიანი მოკლეს


სირიის უშიშროების ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში 19 ადამიანი მოკლეს. ამასთან დაკავშირებით გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალურმა წარგზავნილმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ "კრიზისი არ შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ". ოპოზიციის აქტივისტები თავის მხრივ აცხადებენ, რომ მთავრობამ ჰომსის ცენტრალურ უბნებში რამდენიმე ჭურვი გაისროლა. მათივე განცხადებით, მსგავს ქმედებას ყოველდღიური ხასიათი აქვს და მიმართულია დარჩენილი წინააღმდეგობების ჩასაქრობად. ამასთან, ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს მასობრივი დაპატიმრებები. თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება ამ დროისათვის შეუძლებელია, რადგან სირიის მთავრობა უცხოული კორესპოდენტების მუშაობას მკაცრად ზღუდავს.

http://www.voanews.com/english/news/photo-galleries/144379015.html

XS
SM
MD
LG