ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია დროებით მთავრობას ვერ ქმნის


სირიის ოპოზიციამ მთავრობის ფორმირებამდე ხუთკაციანი კომიტეტი შექმნა

სირიის ოპოზიციამ დროებითი მთავრობის ფორმირების პროცესი გადადო. თურქეთის ქალაქ სტამბოლში შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ შექმნეს ხუთკაციანი კომიტეტი, რომელიც კონსულტაციებს გამართავს ოპოზიციის სხვადასხვა ძალებთან, მათ შორის თავისუფალი სირიის არმიასთან, ასევე ე.წ. სირიის მეგობარ ქვეყნებთან, ვიდრე დროებითი აღმასრულებელი ორგანოს ფორმირებას შეუდგებიან.

სირიის ეროვნული კოალიცია გასული წლის ნოემბერში შეიქმნა, რომელიც უკვე 110-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, როგორც სირიელი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურა. ეროვნული კოალიცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ხელისუფლების დატოვებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, ქვეყანაში გრძელდება ამბოხება პრეზიდენტის დამხობის მიზნით. ასადის მთავრობა ამბოხებულებს ტერორისტებად მოიხსენიებს.
XS
SM
MD
LG