ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაძაბულობა გრძელდება


დღეს სამთავრობო ძალები მეამბოხეთა კონტროლირებად ქალაქებზე აგრძელებდნენ ზეწოლას

სირიის ხელისუფლება უარყოფს ცნობებს იმის შესახებ რომ თანამდებობა და ქვეყანა დატოვა სირიის ვიცე პრეზიდენტმა.
დღეს, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ციტირება მოუხდინა ფარუქ ალ შარას ოფისის წარმომადგენლებს, სადაც ნათქვამია, რომ 73 წლის სუნიტ ლიდერს „ერთი წუთითაც კი არ უფიქრია ქვეყნის დატოვება".

სახელმწიფო არხმა განაცხადა, რომ შარა მიესალმა გაეროს და არაბული ლიგის ახალი ელჩის ლაქდარ ბრაჰიმის დანიშვნას სირიაში საგანგებო ელჩად.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ალჟირელი დიპლომატი ლაქდარ ბრაჰიმი ამ პოსტზე კოფი ანანს შეცვლის.

დღეს, სირიიდან მიღებული ცნობების თანახმად, სამთავრობო ძალები მეამბოხეთა კონტროლირებად ქალაქებზე აგრძელებდნენ ზეწოლას, მათ შორის სასაზღვრო ქალაქ აზაზზე. ამ ქალაქში ოთხშაბათს განხორციელბული საჰაერო იერიშისას 50 მდეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG